კონსტიტუციონალისტი ვახუშტი მენაბდე ნიკა მელას დაკავებას ფეისბუქის საკუთარ გვერდზე ეხმაურება:
„პრემიერობის პირველი დღე და პირველი სულელური გადაწყვეტილება. გახარიას ნაბიჯით შეიძლებოდა ესარგებლა ხელისუფლებას და გადაეტვირთა ჩიხში შესული პოლიტიკური პროცესი, მაგრამ მან საკუთარი თავის ჩიხში შეყვანა გადაწყვიტა.“_ წერს მენაბდე.