ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ვაკიჯვარში მეორე დღეა ტყე იწვის.
„გურია ნიუსის“ ინფორმაციით, დილიდანვე ვერტმფრენი ჩაერთო ხანძრის ჩამქრობ სამუშაოებში.
ინფორმაციისთვის, ცეცხლი ქარსაცავ ზოლს უკიდია. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. გუშინ ადგილზე მობილიზებული იყო 6 სახანძრო-სამაშველო ეკიპაჟი, პროცესში ჩართულია 100-მდე მეხანძრე-მაშველი გურიის, აჭარის და სამეგრელო-ზემო სვანეთის განყოფილებებიდან.