ვაკის პარკში აქციაზე კიდევ ერთი პირი დააკავეს.
ამჯერად დაკავების მიზეზი როგორც შსს ამბობს, ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენების მცდელობა გახდა:
„შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა ვაკის პარკში, 9 მაისისადმი მიძღვნილი ღონისძიებების კონტრაქციის წევრი, 1975 წელს დაბადებული კ.კ დააკავეს. აღნიშნული პირი შეეცადა განსხვავებული პოზიციის წარმომადგენლებისთვის დროშის ტარით მიეყენებინა დაზიანება, რა დროსაც პოლიციამ ის ადგილზე დააკავა. კ.კ დაკავებულია წვრილმანი ხულიგნობისა და პოლიციელის დაუმორჩილებლობის ფაქტზე ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლებით“, – აღნიშნულია უწყების ინფორმაციაში.