ჯანდაცვის მინისტრმა განმარტა როდის გაიკეთებს კორონავირუსის საწინააღმდეგო აცრას. ამ თემაზე ეკატერინე ტიკარაძემ „იმედის კვირასთან“ ინტერვიუში ისაუბრა.
„მე როდესაც ვაქცინაციის პროგრამის მიხედვით მეკუთვნის, მაშინ გავიკეთებ ვაქცინას. თუმცა თუ საჭიროება მოითხოვს, რომ ჩვენი მოქალაქეების მოტივაცია გაიზარდოს, რომ ვაქცინაცია მნიშვნელოვანია და უნდა გავიკეთოთ, რა თქმა უნდა, გავიკეთებ დროზე ადრე“, – განაცხადა ტიკარაძემ.
საქართველოში ვაქცინაცია 15 მარტიდან იწყება. ასტრაზენეკას ვაქცინის 43 200 დოზა მედპერსონალისთვის არის განკუთვნილი. ვაქცინაციის ხარჯებს სახელმწიფო სრულად ფარავს.