სენაკის მუნიციპალიტეტის მერი ლევან კუპრეიშვილი დღეს, სენაკის ამბულატორიულ-პოლიკლინიკურ გაერთიანებაში ,,სინოფარმის“ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით აიცრა.
,,მინდა ყველას მოვუწოდო, რომ გაიკეთონ ვაქცინა, რათა დავიცვათ საკუთარი თავი და ინფიცირების საფრთხე გარშემომყოფებსაც არ შევუქმნათ. ვაქცინაცია პანდემიის დამარცხების ერთადერთი გზაა“, _ განაცხადა ლევან კუპრეიშვილმა.
12 მაისს, სენაკის ამბულატორიულ-პოლიკლინიკურ გაერთიანებაში ვაქცინაცია, ასევე, ჩაუტარდებათ მერის პირველ მოადგილეს გრიგოლ ბაღათურიას და მერის მოადგილეს კახაბერ კუპრეიშვილს.