ვაქცინაცია უნდა გარძელდეს! _ ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა ჯანდაცვის მინისტრმა ზურაბ ჭიაბერაშვილმა ფეისბუქის საკუთარ გვერდზე დაწერა.
ჭიაბერაშვილის თქმით, ყველა მსურველს უნდა მიეცეს შესაძლებლობა, დარეგისტირდეს ვაქცინაციისთვის განკუვნილ პორტალზე.
1. ახლა უპირველესი საზრუნავი ახალციხელი მედიკოსის სიცოცხლე და ჯანმრთელობაა.
2. გართულება და გვერდითი ეფექტი შეიძლება ახლდეს ნებისმიერ სამედიცინო ჩარევას და პრეპარატს. აცრის ყველა პუნქტი სათანადოდ უნდა იყოს მომზადებული გართულებისთვის.
3. ვაქცინაცია უნდა გაგრძელდეს! ჩემი შვილი უკვე აიცრა, ველოდები ვაქცინის მორიგ პარტიას, რომ ჩემი 70+ ასაკის მშობლები აიცრან.
4. შეიძლება ჩემი მშობლების აცრას გართულება მოჰყვეს? შეიძლება. ოღონდ რისკი, რომ აცრას გართულება მოჰყვეს, 100,000-ჯერ ნაკლებია, ვიდრე დაღუპვის რისკი, თუკი ვირუსი შეხვდათ. ამიტომ მე წავიყვან მათ ასაცრელად.
5. საინფორმაციო-საგანმანათლებლო კამპანია არათუ დასაწყებია, დაგვიანებულიცაა.
6. დღეს კიდევ უფრო შემცირდებოდა აცრის მსურველთა რაოდენობა. ამიტომ მთავრობამ:
– უნდა მოგვცეს საშუალება ყველა მსურველს, დავრეგისტრირდეთ შესაბამის პორტალზე;
– მსურველთა სია დაიხლიჩოს ასაკობრივ და რისკ-ჯგუფებად და ვაქცინის მორიგი პარტიების შემოსვლის პარალულურად აიცრას ყველა მსურველი. (რა თქმა უნდა, ჩემზე ასაკოვანი მოგვიანებითაც რომ დარეგისტრირდეს, უპირატესობა მას უნდა მიენიჭოს).
ვაქცინაცია უნდა გაგრძელდეს! _ წერს ჭიაბერაშვილი.