დღეს, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მორიგ სხდომაზე, შიდა აუდიტის სამსახურის უფროსმა, კობა ხაბალაშვილმა 2023 წელს გაწეული საქმიანობის შესახებ ისაუბრა.
მან თქვა, რომ ფინანსური მართვისა და კონტროლის გასაუმჯობესებლად, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიერ, დაინერგა მუნიციპალიტეტებთან თანამშრომლობის ახალი მექანიზმი. გაფორმდა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი ოზურგეთის მუნიციპალიტეტთან. მემორანდუმის ფარგლებში შიდა აუდიტის სამსახურს აღებული ჰქონდა ვალდებულება, გაეხორციელებინა ეფექტიანობის აუდიტის და შემდეგ წარედგინა საკრებულოს სხდომაზე.
_ასეთი ურთიერთობა წინგადადგმული ნაბიჯია საჯარო ფინანსების მართვის და კონტროლის მიმართულებით, _ თქვა მან და ხაზი გაუსვა იმ ფაქტს, რომ საკრებულოს წინაშე შიდა აუდიტის ანგარიშის წარდგენა, საჯაროობის საუკეთესო მაგალითია.
_ამ ურთიერთობით და სამიზნე მაჩვენებლების შესრულებით , დამატებით, კაპიტალური ხარჯის მიმართულებით , ვალდებულების შესრულების საპირწონედ , ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი შეივსო 200 000 ლარით, _უთხრა მან საკრებულოს წევრებს.
ავტორი