ოზურგეთში, გაძვირებული წამლების გამო, ჩვენი მოქალაქეები, უფრო კი ასაკოვანი ადამიანები, განსაკუთრებით ბრაზობენ „ვალოკორდინის“ წვეთების გაძვირების გამო.
_ერთი წელიც არაა, 2,50 ლარი ღირდა. მივედით ახლა, ერთი მცირე ზომის შუშა 7 ლარი ღირს! ასეთს უფრო ხშირად ვყიდულობდით. ცოტა მოდიდო შუშით კი 12 ლარი ღირს! რა ამბავია, რა ხდება. ერთი კილოგრამი ყველი ღირს 6 ლარი და ამ წვეთებში შვიდ ლარს გვახდევინებენ? რას მოვესწარით, ყველი უფრო იაფია, ვიდრე „კაპლის“ წვეთი… „კაპლის“ წერა გახდით!“ – ბუზღუნებდნენ სააფთიაქო ქსელიდან გამოსული ქალბატონები, ლეილა ლომჯარია და ნუცა ვაშაყმაძე:
„დაწერეთ, ბატონო, დაწერეთ და ხვალ 8 ლარი იქნება! _ მხოლოდ მწარე ირონით შემოგვეპასუხნენ ისინი და ფოტოს გადაღებაზეც უარი გვითხრეს, „მაგ „კაპლს“ გადაუღეთ, „ზემოურებისთვის“ ახლა ჩვენზე ღირებული ეგააო“.