15 დეკემბერს, “სამოქალაქო მოძრაობა” კამპანიის “ვამხილოთ ფეოდალი მაჟორიტარების” ფარგლებში, გურიის მაჟორიტარებს არჩილ თალაკვაძესა და ნინო წილოსანს ამხელს.
ალეკო ელისაშვილი მოსახლეობას დეპუტატების საქმიანობის კორუფციულ სქემებს გააცნობს და პროპორციული სისტემის უპირატესობებზე ისაუბრებს.
როგორც „გურია ნიუსს“ „სამოქალაქო მოძრაობის“ პრესსამსახურში განუცხადეს, აღნიშნული კამპანია ჩოხატაურის ბაზრობის მიმდებარე ტერიტორიზე 12 საათზე დაიწყება.
კამპანიის ფარგლებში მოძრაობამ რამდენიმე რეგიონი უკვე მოიარა.