როგორც ირკვევა, უდიდეს მხატვარს – ვინსენტ ვან გოგს თავი არ მოუკლავს, ის უბედურმა შემთხვევამ იმსხვერპლა.
ვან გოგის ცხოვრებასა და შემოქმედებას მეცნიერებ – სტივენ ნეიფეი და გრეგორ ვაით სმიტი იკვლევდნენ. ისინი აქამდე უცნობ დოკუმენტებსა და თვითმხილველების ჩვენებებს სწავლობდნენ. მკვლევრები 10 წლის განმავლობაში მუშაობდნენ წიგნზე სახელწოდებით „ვან გოგის ცხოვრება“. მათ 20 თარჯიმანი და მეცნიერი ეხმარებოდათ.
სიკვდილის წინ მხატვარი საფრანგეთის ქალაქ სუვერს-სურ-მისე-ში, ერთ-ერთ სასტუმროში ცხოვრობდა. ვან გოგი ხშირად დადიოდა იქვე მდებარე ხორბლის ყანაში. 1890 წლის 29 ივლისს, ერთ-ერთი ასეთი გასეირნების დროს მხატვარმა თავი დაიჭრა, სასტუმროში დაბრუნების შემდეგ კი გარდაიცვალა.
როგორც სტივენ ნეიფეი ამტკიცებს, ხორბლის ყანაში მისი გასეირნების მიზანი თვითმკვლელობა არ ყოფილა.
„ადამიანები, რომლებიც ვან გოგს იცნობდნენ, ფიქრობდნენ, რომ მას მოზარდებმა ესროლეს, ვინსენტმა კი მათი დაცვა გადაწყვიტა და საკუთარ თავზე აიღო მომხდარი“, – აცხადებს მკვლევარი.
ნეიფეის აზრით, 16 წლის რენე სეკრეტანმა გაისროლა, რომელიც ვან გოგთან მეგობრობდა.
„წარმოუდგენელია, რომ ბიჭმა მას განზრახ ესროლა, ეს შემთხვევით მოხდა. ვან გოგმა თავის პატარა მეგობარს უსიამოვნება აარიდა“.
წიგნის ავტორები მივიდნენ იმ დასკვნამდე, რომ მხატვარს ეპილეფსია ჰქონდა. ყოველივე ზემოთქმული ერთ–ერთ ვერსიად შეიძლება ჩაითვალოს.
ავტორი