ანაკლია-განმუხურის დამაკავშირებელ საფეხმავლო ხიდზე ვანდალიზმის ფაქტი დაფიქსირდა. ამის შესახებ ინფორმაციას ზუგდიდის მერია ავრცელებს.
გავრცელებული ინფორმაციით, წუხელ დააზიანეს ხიდზე არსებული მინის 52 მოაჯირი. მომხდარზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო.