შინაგან საქმეთა სამინისტრომ ვანო მერაბიშვილის ცემის ფაქტზე გამოძიება ძალადობის მუხლით დაიწყო.
“მედიაში გავრცელებული ინფორმაციის საუძველზე, გამოძიება 126-ე მუხლით დაიწყო”,- აცხადებენ შინაგან საქმეთა სამინისტროში.
ვაკეში მდებარე ერთ-ერთ აფთიაქში შინაგან საქმეთა ყოფილ მინისტრს ფიზიკურად გია გაჩეჩილაძის (უცნობი) სიძე, გიგიშა შარაშიძე გაუსწორდა. ინფორმაციას თავად შარაშიძეც ადასტურებს.
წყარო: რუსთავი2