გიორგი შარაშიძე პოლიციამ გამოკითხვაზე დაიბარა. ვანო მერაბიშვილის ცემის ფაქტზე, პოლიციამ გამოძიება “კურიერის” ინფორმაციის საფუძველზე დაიწყო.
ძიება 126-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ძალადობას გულისხმობს.
შეგახსენებთ, რომ ვაკეში მდებარე ერთ-ერთ აფთიაქში შინაგან საქმეთა ყოფილ მინისტრს, ფიზიკურად გია გაჩეჩილაძის სიძე, გიორგი შარაშიძე გაუსწორდა. ინფორმაცია კურიერს თავად შარაშიძემაც დაუდასტურა. მისი განცხადებით, ის პასუხისმგებლობას არ გაურბის და სამართალდამცველების კითხვებსაც უპასუხებს.