ამ წუთებში, თბილისის პროკურატურასთან ბავშვთა სამყაროში გაჩენილი ხანძრის შედეგად დაზარალებულები აქციას მართავენ.
აქციის მონაწილეები გენერალური პროკურორის ირაკლი შოთაძის გადადგომას იტხოვენ:
“ვაპროტესტებთ უკანონობას, უსამართლობას. მივმართავთ შოთაძეს, მაგრამ არ ესმის. ყველამ უნდა აგოს პასუხი კანონის წინაშე,” _ ამბობს “გურია ნიუსთან” საუბრისას ხანძრის შედეგად დაზარალებული რუსუდან წოწონავა.
მისივე თქმით ბავშვთა სამყაროში ხანძრი შეთქმულების შედეგად გაჩნდა.
აქციის მონაწილეების თქმით, ბავშვთა სამყაროს დაწვის მცდელობა 3 წლის წინაც იყო.