გლობალურად ეპიდვითარება უარესდება, განსაკუთრებით იმ ქვეყნებში, სადაც ვაქცინაციის მაჩვენებელი დაბალია. გამონაკლისი არც საქართველოა. ინფექცია ჩვენს გვერდით სერიოზულად ცირკულირებს, _ ამის შესახებ ქართული ოცნების წევრმა დიმიტრი ხუნდაძემ განაცხადა.
მდგომარეობის გაუარესება რეგულაციების არდაცვის და ვაქცინაციის დაბალი ტემპის ხარჯზე ხდება. ტენდენცია ჰგავს გასული წლის ოქტომბერ-ნოემბრის ვითარებას. აგვისტოში კი შესაძლოა მდგომარეობა კიდევ უფრო გაუარესდეს.
ვაქცინა არის ერთადერთი საშუალება, რომ გართულებები ავიცილოთ თავიდან და ისევ გარდაუვალი ჩაკეტვების გზით არ ვიაროთ, რაც ეკონომიკურად მძიმე მდგომარეობაში აყენებს ქვეყანას.
,,ფაიზერის” მოლოდინში ჩინური ვაქცინის აქტუალობა დაეცა და რეგისტრაცია შემცირებადი ხასიათისაა. ჩვენ თუ ვირჩევთ რომელიმე ვაქცინას და ველოდებით მას, შესაძლოა ამ ლოდინში რეანიმაციულ საწოლზე აღმოვჩნდეთ. ყველა ვაქცინა იცავს მძიმე გართულებისგან: ჰოსპიტალიზაცია, რეანიმაცია, გარდაცვალება.
ავიცრათ, რაც შეიძლება სწრაფად და იმ ვაქცინით, რომელიც ხელთ გვაქვს.