ვარკეთილში ახალგაზრდა მამაკაცი მოკლეს. არსებული ინფორმაციით, მკვლელობა მე-3 ა მიკრორაიონში მოხდა.
საზოგადოებრივის ინფორმაციით, მამაკაცი ცივი იარაღით დაჭრეს და ის საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა.
მკვლელობის ფაქტს ადასტურებენ შინაგან საქმეთა სამინისტროში. როგორც საზოგადოებრივს უწყებაში განუცხადეს, მომხდარზე სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით დაიწყო გამოძიება, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს. უწყების ცნობით, მიმდინარეობს აქტიური საგამოძიებო მოქმედებები.
1tv.ge