ვარკეთილში ხანძარი ლოკალიზებულია.
როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის წარმომადგენელმა, ოთარ კერესელიძემ ჟურნალისტებთან განაცხადა, ხანძრის შედეგად 1000 კვ.მ.-ზე მეტი ფართობი დაიწვა.
ამ დროისთვის ძლიერი დაკვამლიანება შეინიშნება. ადგილზე მობილიზებულია მეხანძრე-მაშველები, პოლიციელები, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადები.
ვარკეთილის ბაზრობის ტერიტორიაზე თბილისის საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ხელმძღვანელი ვაჟა სირაძე მივიდა.
როგორც მან ჟურნალისტებთან განაცხადა, ხანძრის შედეგად დაშავებულები არ არიან.
ხანძრის შედეგად მიყენებულ ზარალს ხვალ დათვლიან.