,,ვაჩვენოთ ხელისუფლებას ჩვენი ძალა და დავრჩეთ დღევანდელი ღამე აქ“, – ეს მიმართვა ,,რიონის მცველმა“ ვარლამ გოლეთიანმა ქუთაისში მიმდინარე საპროტესტო აქციაზე გააკეთა.
ვარლამ გოლეთიანმა მხარდამჭერებს მოუწოდა, რომ ძალადობა არასდროს არაა გამართლებული და ყველამ გვერდით მდგომს პატივი უნდა სცეს.
იგი საზოგადოებას სხვადასხვა ქალაქებში მხარდაჭერისკენ მოუწოდებს.
,,თუ იქნება თქვენი ნება სურვილი, ვაჩვენოთ ხელისუფლებას ჩვენი ძალა და დავრჩეთ დღევანდელი ღამე აქ, გავათიოთ დღევანდელი ღამე აქ, ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი. მეგობრებო, უკვე ჩვენ შევძლებთ ხვალინდელ დღეს, რომ გამოვაცხადოთ მთელი საქართველოს მასშტაბით გამოსვლა ადამიანების სხვადასხვა ადგილებში და ბლოკირება მთელი ქვეყნის. თუ არ იქნება შესმენილი ჩვენი ნება, ჩვენ არ უნდა გადაგვძლიოს იმან, რომ ახლა დავიძრათ ბარიკადებისკენ და გავაფუჭოთ ყველა ის მიღწევა, რაც სახეზე გვაქვს აქ, ამ მოედანზე. ჩვენ გვაქვს მთელი ბერკეტი, რითაც შეგვიძლია ვიმოქმედოთ მათზე. ჩვენ შეგვიძლია დავკეტოთ ავტობანი, ჩვენ შეგვიძლია დავკეტოთ ყველა ქალაქი, ყველგან გამოვიდეთ“, – განაცხადა ვარლამ გოლეთიანმა.