ვერძი: მერაია ქერი
დამოუკიდებლები და გაბედულები ხშირად არიან ლიდერები. მერაია ქერის სულ ვარსკვლავური ტენდეციები აქვს.
კურო: ჯიჯი ჰადიდი
ისინი სანდოები, ლოიალურები და პასუხისმგებლიანები არიან. ჯიჯი ერთ-ერთი გამორჩეულად შრომისმოყვარე მოდელია. ეს თვისებები სწორედ მის ზოდიაქოს ნიშანს ახასიათებს.
ტყუპები: ანჯელინა ჯოლი
ორი პოლუსის მქონე ტყუპები ცნობილები არიან როგორც ეფექტური, კეთილი, ინტელიგენტი და ამოუცნობი ნიშნები. მათი ყველაზე თვალსაჩინო წარმომადგენელი ანჯელინა ჯოლია, რომელიც წლების მანძილზე გვაოცებს მრავალფეროვანი მოულოდნელი სიახლეებით.
კირჩხიბი: სელენა გომესი
კირჩხიბები ღრმად სენსიტიურები და ემოციურები არიან. სელენამ ღიად ისაუბრა თავის მენტალურ პრობლემებზე და არც სენტიმენტების გამომჟღავნების ეშინია გულშემატკივრებთან. ისინი ასევე მჭერმეტყველებით არიან ცნობილები და მომღერალიც ხშირად ამტკიცებს ორატორულ უნარებს სიტყვით გამოსვლისას.
ლომი: ჯენიფერ ლაურენსი
მას იცნობენ როგორც ვნებიანსა და კარგი იუმორის მქონეს. ლომები „ცეცხლოვანი ცეცხლები“ არიან და ჯენიფერიც მათ დახასიათებას ირგებს. მიუხედავად იმისა, რომ ერთ-ერთი ყველაზე მაღალანაზღაურებადი მსახიობი და ოსკარის მფლობელია, ის მაინც ყველასთვის მხიარულ გულწრფელ მეგობრად რჩება და არც ინტერვიუებზე ამბობს ოდესმე უარს.
სასწორი: გვინეტ პელტროუ
თანამედროვე რენესანსის გოგონა ზედგამოჭრილი სასწორია. დიპლომატიური, თავაზიანი და სოციალური. მათ უყვართ ყურადღების ცენტრში ყოფნა და სიახლეების შექმნა. თავისი თამამი რჩევებით, მუდამ მოწინავე პოზიციებზე ჩნდება სხვადასხვა მედიაში.
მერწყული: ჯენიფერ ენისტონი
პროგრესირებადი, ავთენტური და დამოუკიდებელი-მერწყული ბავშვები ზოდიაქოს ნიშნებში ორიგინალური ფიქრებით გამოირჩევიან. კარიერასა და პირად ცხოვრებაში ენისტონმა საკუთარი თავი შეინარჩუნა და მედიაში ქალებზე მოქცევასა და ოჯახის კონსტიტუციაზეც ისაუბრა. მერწყულები დახმარებითაც გამოირჩევიან, ენისტონიც გამოჩენილი ჰუმანიტარია.
თევზები: რიანა
თევზები მართლაც შესანიშნავი არსებები არიან და რიანაც ამტკიცებს ამას. მათ ინტუიციის გრძნობა აქვთ განვითარებული და არტისტულები არიან. დიზაინერობა და მომღერლობა მათი ყველაზე დამახასიათებელი ნიშანია. რიანა თავის კარიერას რთული დაავადებების მქონე ბავშვების გამოჯანმრთელებისთვის ბრძოლას უძღვნის, რაც თევზების დიდსულოვნებასა და სენსიტიურობას უსვამს ხაზს.