23 მარტს აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მაიკ პომპეომ, განაცხადა, რომ ვაშინგტონი 1 მილიარდით შეამცირებს ავღანეთის დახმარებას, მას შემდეგ, რაც ვერ დაითანხმა პრეზიდენტი აშრაფ ღანი და ყოფილი უმაღლესი აღმასრულებელი, აბდულა აბდულა, შეეწყვიტათ დაპირისპირება, რაც საფრთხეს უქმნის სამშვიდობო შეთანხმების შესრულებას. სამოქალაქო ომში ჩაფლული ავღანეთის სახელმწიფო ბიუჯეტის სამ-მეოთხედს უცხოეთიდან მიღებული დახმარება შეადგენს. აშრაფ ღანიმ 24 მარტს განაცხადა, რომ ამერიკული დახმარების შესაძლო შეწყვეტით გამოწვეული დეფიციტის შევსებას მკაცრი ეკონომიკური ზომებით ან დაფინანსების სხვა წყაროებით შეეცდება.
Developed By Web Features 2024 © All rights reserved