წელს, „ალეგრობა 2025“-ზე საპატიო ოზურგეთელის წოდება 13 ადამიანს მიენიჭა.
მედიაპლატფორმა „გურიას“ მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ამ წოდების მფლობელები გახდნენ „ქართული ოცნების“ ოზურგეთის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე და ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე (ის სამგზის იქნა არჩეული ამ თანამდებობაზე და ასევე გავრცელებული ინფორმაციით თანახმად მეოთხედ მოხდება ამ თანამდებობაზე მისი არჩევა) დავით დარჩია და გურიის დელეგატი საქართველოს პარლამენტში ვასილ ჩიგოგიძე.
“საჯარო სექტორში გაწეული თავდაუზოგავი შრომისთვის, ადგილობრივი თვითმმართველობის განვითარებაში განხორციელებული მნიშვნელოვანი ცვლილებებისთვის, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის წარმოჩენისთვის, საზოგადოების დიდი მხარდაჭერისთვის და პროფესიონალიზმისთვის ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქის წოდება მიენიჭოს – დავით დარჩიას; ქვეყნის, რეგიონის და კერძოდ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის პოლიტიკური, სოციალური და ეკონომიკური განვითარების პროცესებში აქტიური ჩართულობისთვის, საქველმოქმედო საქმეებში შეტანილი უდიდესი წვლილისთვის ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქის წოდება მიენიჭოს ვასილ ჩიგოგიძეს.”, – აღნიშნულია მედიაპლოტფორმა “გურიას” გავრცელებულ ინფორმაციაში.































































