ოზურგეთის, ლანჩხუთისა და ჩოხატაურის მუნიციპალიტეტებში მმართველი პარტიის სახელით, მაჟორიტარობისთვის ბიზნესმენი ვასილ ჩიგოგიძე იბრძოლებს. ამის შესახებ ინფორმაცია “კურიერმა” რამდენიმე წუთის წინ გაავრცელა.
ვასილ ჩიგოგიძის მაჟორიტარ კანდიდატად დაყენების შესახებ „გურია ნიუსიც“ წერდა, თუმცა, ჩიგოგიძესთან დაკავშირება მხოლოდ რამდენიმე წუთის წინ შევძელით არაერთი ცდის მიუხედავად.
ვასილ ჩიგოგიძე ჩვენთან სატელეფონო საუბრის დროს ამბობს, რომ მოვლენებს წინ არ უნდა გავუსწროთ.
„მოითმინეთ და ყველაფერს ხვალ გაიგებთ, წინასწარ ნუ გავუსწრებთ მოვლენებს“,_ გვითხრა ჩიგოგიძემ.