ადვოკატ თორნიკე მიგინეიშვილის ინფორმაციით, მსახიობებსა და ტელეკომპანია “პირველის” თანამშრომლებზე მუქარა და დაშინება გრძელდება.
ამჟამად ადვოკატის ცნობით, ვასო ფხაკაძეს სახლში პოლიციის ყოფილი თანამშრომელი მიადგა.
“გრძელდება მუქარა და დაშინება მსახიობებსა და ტელეკომპანია პირველის თანამშრომლებზე.
ვიცავ ვასო ფხაკაძის ინტერესებს.
ვ.ფხაკაძეს 12 მარტს, დღისით, სახლში მიადგა პოლიციის ყოფილი თანამშრომელი, მაგრამ ვასო სახლში არ დახვდა. ოჯახის წევრს ნომერი მოტყუებით გამოართვეს.
შემდგომ იმავე მამაკაცმა ტელეფონზე რამდენჯერმე დაურეკა, აგინა, დაემუქრა, მოგონილი მიზეზები გაუჟღერა და მთელი დღე სახლთან ელოდა.
ეს პირი იდენტიფიცირებულია.
ამ წუთებში საჩივარი შეგვაქვს თბილისის პროკურატურაში და ველოდებით გამოძიების დაწყებას”,_ წერს მიგინეიშვილი სოციალურ ქსელში.