ვატიკანმა გუამის არქიეპისკოპოსი გაათავისუფლა და კუნძულზე ცხოვრება აუკრძალა, _ აღნიშნულ ინფორმაციას Reuters ავრცელებს.
მას ბრალად ედება არასრულწლოვნებზე სექსუალური ძალადობა.
როგორც ცნობილია, ის სამღვდელოებიდან არ გაუძევებიათ და ეპისკოპოსის წოდება შეუნარჩუნდა, რაც დაზარალებულთა ადვოკატებისთვის შოკისმომგვრელი აღმოჩნდა.
მათი თქმით, სასჯელი დანაშაულის პროპორციული არ არის.
აპურონის განცხადებით, ის გადაწყვეტილებით შეშფოთებულია და სჯერავს, რომ მისი უდანაშაულობა დამტკიცდება.