“ნინო ლომჯარია ჩარტერული რეისით უკვე გაფრინდა კანადაში, იმისათვის, რომ გადაარჩინოს დემოკრატია კანადაში, ასევე კანადელ ხალხს მოუწოდოს გარიყონ და გამარჯობაც კი, აღარ უთხრან ტრუდოს,” – წერს სოციალურ ქსელში მოძრაობა “აი იას” თანადამფუძნებელი ვატო შაქარიშვილი გავრცელებულ ინფორმაციაზე, რომ კანადელი ლიბერალები უცხოური გავლენის რეესტრის შექმნას გეგმავენ, რომელიც კანადას შიდა საქმეებში უცხოური ჩარევისგან დაიცავს.
“კანადის მთავრობა უცხოური გავლენის გამჭვირვალობის რეესტრის შექმნას გეგმავს. ნინო ლომჯარია ჩარტერული რეისით უკვე გაფრინდა კანადაში, იმისათვის რომ გადაარჩინოს დემოკრატია კანადაში, ასევე კანადელ ხალხს მოუწოდოს გარიყონ და გამარჯობაც კი, აღარ უთხრან ტრუდოს. თავის მხრივ, ამ უკანასკნელს ბრძანება გამოუცია, ეგ ჰიტლერის მიმდევარი აქ არ დამანახოთ, ჩვენს ქვეყანაში ჯაშუშების შემოდინებას არ დავუშვებო…” – წერს ვატო შაქარიშვილი.