კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ და პარტია „ლელოს“ პოლიტსაბჭოს წევრი ვატო სურგულაძე ამბობს, რომ ის, რაც 2024 წლის 26 ოქტომბერს მოხდა საქართველოში, თვით ლუკაშენკოსაც არ გაუკეთებია ბელორუსში.
ვატო სურგულაძე: „გურიაში საარჩევნო უბნებზე იდგა მიკროავტობუსები და იქედან მიმდინარეობდა ამომრჩევლების გაკონტროლება. მოჭიდავეები და სპორტსმენები იდგნენ და აბულიგებდნენ ხალხს.
ასევე მინდა ვთქვა, რომ ეგზიტპოლის შედეგებს და ცესკოს მონაცემებს შორის ამხელა ცდომილება დაუჯერებელია. ავტორიტეტული ორგანიზაციის ეგზიტპოლში 15%-ინი შეცდომა იყოს არ მოსწრებია მსოფლიოს და ეს მოხდა საქართველოში.
გარდა ამისა, არჩევნების დღეს ამომრჩევლების ერთ ნაწილს ჩამოართვეს პირადობის მოწმობები.
ბევრი პრობლემები იყო არჩევნების დღეს საარჩევნო უბნებზე _ აპარატებს სერიოზული პრობლემები ჰქონდათ.
უამრავი საჩივარი დაწერილი და აუცილებლად მოხდება მათი განხილვა შესაბამის უწყებებში“, _ გვითხრა ვატო სურგულაძემ.
მისივე თქმით, კოალიცია „ძლიერი საქართველოსთვის“ არ აპირებს პარლამენტში შესვლას:
„ეს არ იყო სამართლიანი არჩევნები და აქედან გამომდინარე, ჩვენ პარლამენტში არ შევალთ“, _ თქვა ჩვენთან საუბრის დროს ვატო სურგულაძემ.
ავტორი