“მივდივართ ქვემო მანჰეტენში, სასამართლოს შენობაში. ძალიან სურეალური ჩანს – ვაუ, ისინი ჩემს დაკავებას აპირებენ. არ მჯერა, რომ ეს ხდება ამერიკა. MAGA”. – სასამართლო პროცესამდე დაწერა ტრამპმა საკუთარ პლატფორმაზე – Truth-ზე.
ტრამპს 2016 წელს საპრეზიდენტო არჩევნებისას ყოფილი პორნომსახიობი სტორმი დენიელსისთვის თანხის გადახდის დაფარვისთვის ბრალი წაუყენეს.
Reuters-ის ცნობით, ტრამპის მხარდამჭერები საქმეს პოლიტიკურად მოტივირებულად თვლიან..
ყველაფრის მიუხედავად, რესპუბლიკელი ამომრჩევლის 25%-30% ტრამპის ერთგული ამომრჩეველია.
ტრამპთან დაახლოებულმა ადამიანებმა განაცხადეს, რომ მისი კამპანია შეეცდება წარმოაჩინოს საბრალდებო დასკვნა, როგორც მტკიცებულება იმისა, რომ ყველა დევნა – მათ შორის მისი ორი იმპიჩმენტი კონგრესში – არის დემოკრატების გაუმართლებელი მცდელობა, ძირი გამოუთხაროს მას და მის მხარდამჭერებს
წყარო: ტაბულა