16 აპრილს, ოზურგეთში, ფოლკლორის სახლში კომპოზიტორ ვაჟა აზარაშვილის შემოქმედებითი საღამო გაიმართა.
ოზურგეთელი მაყურებლის წინაშე, მომღერალ ზურა კობეშავიძესთან ერთად, კომპოზიტორმა არაერთი პოპულარული სიმღერა შეასრულა თავისი რეპერტუარიდან.
_ ჩემთვის გურია არის ძვირფასი მხარე, ჩემთვის გურია ლეგენდარული ვიქტორ დოლიძეა, თავისი „ქეთო და კოტეთი“, განუმეორებელი სოსო კეჭაყმაძეა. როგორ მუსიკას წერდა, საოცრება იყო, _ თქვა ვაჟა აზარაშვილმა.
ვაჟა აზარაშვილმა და ზურა კობეშავიძემ მორის ფოცხიშვილის ლექსებზე დაწერილი პოპულარული სიმღერები შეასრულეს.
ვაჟა აზარაშვილმა მადლობა გადაუხადა გურიის გუბერნატორს, მის მოადგილეს, მუნიციპალიტეტის მერს, კულტურის სამსახურს.