ჩინეთში მასტერსზე ქართველმა ძიუდოისტმა ვაჟა მარგველაშვილმა ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. მან მესამე ადგილისთვის ბრძოლაში სლოვენიელი მეტოქე 39 წამში სუფთა გამარჯვებით დაამარცხა.
მასტერსის პირველ საშეჯიბრო დღეს საქართველოს ნაკრების 4-მა წევრმა იასპარეზა, რომელთაგან მედლის მოპოვება მხოლოდ მარგველაშვილმა შეძლო.