ამ წუთებში, თბილისში, ვაჟა-ფშაველას 76 ნომერთან სახანძრო და საპატრულო სამსახურია მობილიზებული. როგორც “გურია ნიუსმა” გაარკვია, ცეცხლი ნაგვის ნარჩენებს გაუჩნდა, თუმცა, გამომწვევი მიზეზი უცნობია.
ხანძარი ამ დროისთვის ლოკალიზებულია. მიუხედავად ამისა, მეხანძრეები ადგილზე რჩებიან. მათი ინფორმაციით, დაახლოები 15 კვ.მ-ია დამწვარი.
ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა.
“გურია ნიუსი” შემთხვევის ამსახველ ფოტომასალას გთავაზობთ