თბილისში, ვაზისუბანში მდებარე „მეოთხე საოჯახო მედიცინის ცენტრი“ გაიფიცა.
როგორც იქ დასაქმებული ექიმები ამბობენ, არ აქვთ სათანადო შრომითი პირობები, დროულად ვერ იღებენ კუთვნილ ხელფასებს, ადმინისტრაცია არ უზრუნველყოფს აუცილებელი ხელსაწყოებითა და რეაქტივებით, გარდა ამისა, რამდენიმე დღეა არ მიეწოდებათ ელექტროენერგია, არ აქვთ გათბობა და ამ პირობებში არ შეუძლიათ პაციენტების მიღება.
ისინი, ასევე, ამბობენ, რომ რამდენიმე თვის განმავლობაში ხელფასი არ აუღიათ.
აქციის მონაწილეების გაცხადებით, აქცია გაგრძელდება მანამ, სანამ მათი მოთხოვნები არ იქნება დაკმაყოფილებული.