„ერთი თემაა ის, ბავშვები რომ ამბობენ ვჭყუმპალაობდით, ჩვენით ვიღებდით და სამახსოვროდ გვინდოდა ვიდეოო. მეორე თემაა ის, რომ ეს არის ამაზრზენი ფაქტი, რასაც ჩვენ, მშობლები ვგმობთ. გვქონდა მშობელთა კრება სკოლაში, ვთანამშრომლობთ პოლიციასთან. ამ ამბის პოლიტიზირება არ გვინდა, რომ ბავშვებს ფსიქოლოგიური ზიანი არ მიადგეთ. რომელი ბავშვების უფლებადამცველები არიან, როცა მიშას აჩრდილები არიან. როცა მიშას მთავრობა იყო მაშინ რამდენი ბავშვი დარჩა ობოლი, რამდენ ბავშვს მოუკლეს მშობელი, რამდენი გააუპატიურეს და ესენი მასწავლიან მე მორალს? ჩემს ბავშვს ჩემზე უკეთ ვერავინ ვერ დაიცავს.
ჩემი მეუღლე იყო უშუალოდ მშობელთა კრებაზე. ჩვენ გვინდა რომ ეს ყველაფერი ცივილიზებურად გადაწყდეს და ვინც დამნაშავეა პასუხი აგოს“,_ ამბობს გიორგი გულუა, ერთ-ერთი ჩხოროწყუელი მოსწავლის მშობელი.
შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ ჩხოროწყუელ მოსწავლეებს ადგილობრივი მერიის საპირფარეშო დაალაგებინეს. მომხდარის გახმაურებას კი საზოგადოების აღშფოთება მოჰყვა.
დღეს ჩხოროწყუში აქცია გაიმართა, სადაც მერის გადადგომას ითხოვდნენ.