მიშელ პფაიფერი – მსახიობი ამბობს, რომ მისი სილამაზის და უბერებელი კანის საიდუმლო ვეგანური კვების რაციონია.
ნატალი პორტმანი – მსახიობი ვეგანის ცხოვრების წესით ცხოვრობს. აღნიშნულ საკითხს მან დოკუმენტური ჩანაწერიც მიუძღვნა სახელად – „ცხოველთა ჭამა“. ნატალი თავისი აქტივობებით ცდილობს ადამიანების ცნობიერება შეცვალოს და ხორცის ჭამა აღმაშფოთებლად მიაჩნია. მსახიობი განმარტავს, რომ ეს ცუდია ჯანმრთელობისთვის, გარემოსთვის და ეწინააღმდეგება ადამიანურ ღირებულებებს.
ქეით უინსლეტი – მსახიობი წლებია ვეგეტარიანელია, არ მიირთმევს ხორცს და ასევე არასოდეს დადის იმ რესტორნებში, სადაც კერძებს ფრინველის ღვიძლისგან ამზადებენ.
ჯენა დიუანი – მსახიობი ამბობს, რომ 10-11 წელია ვეგეტარიანელია. გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც ნახა დოკუმენტური ფილმი ცხოველთა სასაკლაოს შესახებ. ჯენა ამბობს, რომ მას შემდეგ, რაც ხორცის ჭამაზე უარი თქვა, მისი კანი უფრო გაჯანსაღდა, თავს უფრო ენერგიულად გრძნობს და თვლის, რომ მისი გონება გაცილებით კარგად მუშაობს.
ჯესიკა ჩესტეინი – მსახიობი 2007 წლიდან ვეგეტარიანელია. 2012 წელს მან ყველაზე სექსუალური ვეგეტარიანელის ჯილდოც კი მიიღო.
ელენ პეიჯი – კანადელი მსახიობი წლებია სხვადასხვა აქტივობებით ცდილობს ცხოველებისა და გარემოს დაცვას. 2014 წელს მან ყველაზე სექსუალური ვეგეტარიანელის ჯილდო მიიღო.
ივანა ლინჩი – მსახიობი ბავშვობიდან ვეგეტარიანელია.
„მას შემდეგ, რაც გავაცნობიერე, თუ როგორ კლავენ ცხოველებს ერთი ნაჭერი ხორცის გამო, მე უარი ვთქვი მის ჭამაზე“,_ ამბობს ივანა.