ლოს-ანჯელესში მეტად პოპულარულია ახალი თამაში “ველობურთი”.
მატჩში ორი 3-3-კაციანი გუნდი მონაწილეობს, მოედნისა და ბურთის ზომა ისეთივეა, როგორიც ჩოგბურთში, ჩოგნებს კი თხილამურის ჯოხებისგან ამზადებენ.
დიდი სისწრაფისა და შეჯახებების გამო ხშირია დაჟეჟილობა, ამიტომ ფეხებს საგანგებო წვივსაკრავ-სამუხლეებით იფარავენ.
ველობურთელი ქალები კი არაფერს ეპუებიან, მამაკაცებს ტოლს არ უდებენ და მათთან ერთად ასპარეზობენ.