ოზურგეთის ბაზრის მიდებარედ, გარემოვაჭრეებს გასაყიდად გამოტანილი აქვთ ველური მაყვალი. ერთ კილოგრამს საშუალოდ 6-8 ლარად ჰყიდიან.
_ველური მაყვლის გემო და არომატი დაგვავიწყდა. აქა-იქ გამოაქვთ გასაყიდად. ნეტავ, ეკალ-ბარდიც გადაშენდა? _ საუბრობენ ერთმანეთში მყიდველები.
_ახლომახლო ტყეები და ბუჩქები, სადაც ადრე ვკრეფდით, ან გაჩეხეს, ან გადაწვეს. უმეტესად მოცვის პლანტაციები გააშენეს. ამ დილით 6 ლარად ჩავაბარე კილოგრამი. იმდენი ვიარე ტყე-ტყე, მაგრამ კი ღირს გადევიტყავო მუხლები თაღარაში სირბილით. თითქმის მოცვის ფასი აქვს. ბოლოს ერთი კილოგრამი მოცვი 5 ლარიც კი ღირდა, _ გვითხრა ერთმა მოვაჭრე ქალბატონმა, რომელც ეკალ-ბარდისგან გადატყაულ წვივებს კაბით იფარავდა.
_რა ვქნა ? ლიხაურში, ფაბრიკის ბინებში ვცხოვრობ. ხუთიოდე კილო შაქრის ფული მოვაგროვე. უბრალო ხალხისთვის უწვალებლად არაფერია, _ კვლავ დაიწუწუნა მან.
ავტორი