„სტუდენტების მიერ ჩატარებული დღევანდელი აქციის მოვლენებიდან გამომდინარე,საორგანიზაციო ჯგუფმა გადაწყვიტა აქცია კვლავ ჩაატაროს 2 ივნისს 18 საათზე 51-ე სკოლასთან.
გამოდინარე იქიდან ,რომ დღეს არ მოგვეცა საშუალება დაგვეფიქსირებინა ჩვენი პოზიცია თავისუფლად და გარკევულმა ჯგუფებმა კვლავ მოახდინეს მანიპულირება პარტიული ინტერესებით.
სწორედ ამიტომ ჩვენ ვემიჯნებით ყოველგვარ პარტიულობას,მაგრამ გვაქვს სურვილი იმისა ,რომ მხარში დავუდგეთ ზაზა სარალიძეს და მოვითხოვოთ სამართლიანობის აღდგენა ,ამიტომ ვატარებთ აქციას 51-ე სკოლასთან!
ჩვენი მოთხოვნებია:
1)აუცილებლად დაისაჯოს ამ საქმის ყველა დამნაშავე, როგორც შემსრულებელი, ასევე, ხელის დამფარებელი!
2)შეწყდეს მართლმსაჯულებაზე პოლიტიკის ზეგავლენა!
3)არა შერჩევით სამართალს!
ვინც გვეთანხმებით აღნიშნულ საკითხში გთხოვთ მობრძანდეთ და ერთად გამოვხატოთ სოლიდარობა სუფთა ხელებით”,_წერია განცხადებაში.
Developed By Web Features 2024 © All rights reserved