მიხეილ სააკაშვილის ადვოკატი, დიტო საძაგლიშვილი ამბობს, რომ მესამე პრეზიდენტის მდგომარეობა გაუარესებულია, სუსტად არის და დღის განმავლობაში რამდენჯერმე, მიხეილ სააკაშვილმა ვერ მოახერხა ლოგინიდან ადგომა.
ადვოკატის ინფორმაციით, მიხეილ სააკაშვილი კონსილიუმთან შეხვედრას მოითხოვს.
“პირველ რიგში, შევეხებით მისი ჯანმრთელობის მდგომარეობას, რომელიც გაუარესებულია. ის არის ძალიან სუსტად, აწუხებს დაბალი წნევა. დღეს რამდენჯერმე იყვნენ მასთან ოთახში, იმ მიზეზით, რომ ის ვერ ახერხებდა ლოგინიდან წამოდგომას და იქ მყოფი პირები დაინტერესდნენ, თუ რაში იყო საქმე.
დღესაც არ მომხდარა კონსილიუმის ვიზიტი პენიტენციურ დაწესებულებაში და მიხეილ სააკაშვილი მოითხოვს კონსილიუმთან შეხვედრას, ასევე პარიტეტის საფუძველზე დაკომპლექტებული კონსილიუმის დაშვებას მასთან, თუმცა ხელისუფლების მიერ შექმნილი კონსილიუმის შემადგენლობის შესვლაც, არის მისი მოთხოვნა”,-თქვა დიტო საძაგლიშვილმა.