“კოალიცია ცვლილებებისთვის” ერთ-ერთი ლიდერი ნიკა მელია ეხმაურება “ქართული ოცნების” საპატიო თავმჯდომარის ბიძინა ივანიშვილის დასანქცირებას.
“ფული არის მისი პოლიტიკური, სოციალური თუ ფიზიკური არსებობის გარანტია, არსი და საზრისი. მას თუ რამის ეშინია, ფინანსურ რესურსზე წვდომის დაკარგვაა; თუ რამით იცის მართვა, ფულია; ყველას, ხელქვეითს, სხვადასხვა გზებით გამოჭერილს თუ მხარდამჭერს, არწმუნებდნენ რომ “დაალაგებს”. ვერ დაალაგა! კარგავს იმას, რაც მისთვის ყველაფერია – ფულს!”_ წერს ნიკა მელია.
ინფორმაციისთვის, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ბიძინა ივანიშვილს სანქციები დაუწესა.
































































