მიხეილ სააკაშვილი ხვალინდელ სასამართლო პროცესზე დასწრებას, სავარაუდოდ, ვერ შეძლებს. ამის შესახებ განცხადება ეკა ხერხეულიძემ გორის სამხედრო ჰოსპიტალის დატოვების შემდგ გააკეთა.
ხერხეულიძის თქმით, მესამე პრეზიდენტს წნევა აქვს, უჭირს გადაადგილება და შესაბამისად ხვალ, სასამართლოში მისვლაც გაუჭირდება.
“არ აქვს ჯანმრთელობის მდგომარეობა იმგვარად, რომ დამოუკიდებლად გადაადგილდეს. მე ვფიქრობ, რომ ხვალ ფიზიკურად ვერ შეძლებს სასამართლო პროცესზე დასწრებას. ამის გამო მას ძალიან გული წყდება, რადგან იცით, რომ სასამართლო არის ერთადერთი შესაძლებლობა, სადაც მას შეუძლია, ეს პლატფორმა გამოიყენოს ტრიბუნად და, რა თქმა უნდა, დასანანია, რომ, სავარაუდოდ, ის ვერ შეძლებს გამოცხადდეს პროცესზე”,– ამბობს ხერხეულიძე.
ხვალ თბილისის საქალაქო სასამართლოში სახელმწიფო საზღვრის უკანონო კვეთის საქმეზეა სხდომა.
ამ დროისათვის მესამე პრეზიდენტთან დედა, გიული ალასანია იმყოფება.