როგორც ცოტა ხნის ვიუწყებოდით, წალენჯიხაში, სოფელ საჩინოში ავტოსაგზაო შემთხვევას სკოლის დირექტორი ემსხვერპლა.
ტრაგიკულ ფაქტს სოციალურ ქსელში ეხმაურებიან. როგორც ირკვევა, გარდაცვლილი 52 წლის, ეკა ფიფიაა.
“სამწუხაროდ, ვერ მოესწრო სკოლის დაწყებას, რომელსაც ასე ძალიან ელოდა… ჩვენი ეკა დავკარგეთ, უკეთილშობილესი და ბავშვების დიდი მოსიყვარულე დირექტორი, _ წერენ სოციალურ ქსელში.
ცნობისთვის, ავტოსაგზაო შემთხვევა რამდენიმე საათის წინ მოხდა. ავტომობილი, რომელსაც ქალბატონი მართავდა, ხრამში გადაიჩეხა.