პოლონეთში ქმრის მიერ მოკლული 27 წლის როზეტა ყალიჩავას ცხედარს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დღის 4 საათზე ჩამოასვენეს, მას ზუგდიდის სოფელ დარჩელში, საკუთარ საცხოვრებელ სახლში გადაასვენებენ.
ამ დრომდე მოკლულის ოჯახი ვერ იბრუნებს სამ მცირეწლოვანს, რომლებიც სოციალურმა სამსახურმა გადაიყვანა და საზღვრის კვეთისთვის მკვლელობისთვის ბრალდებული კაცის თანხმობაა საჭირო.
“ყველაფერი მითხრა ბოლო ჟამს, იმიტო დავჯავშნე ბილეთი ვერ მოვასწარი, ცოცხალი ვერ ჩამოვიყვანე ჩემი შვილი. იმ საღამოს მომიკლა შვილი, არც სხვასო და არც მეო”,- განაცხადა გარდაცვლილის დედამ.
ცნობისთვის, როზეტა ყალიჩავა საკუთარმა ქმარმა 25 მაისს პოლონეთში საცხოვრებელ ბინაში ცივი იარაღით მოკლა.
ავტორი