“გლოვობს ჩოხატაური, გლოვობს შუა ამაღლების საჯარო სკოლა.
ვერაგულად მოგვიკლეს ჩვენი სკოლის კურსდამთავრებული, 23 წლის ავთო (ათუკა) სიხარულიძე. ეს არის გაუსაძლისი ტკივილი ყველასათვის.
ღრმა მწუხარებას გამოვთქვამთ და თანავუგრძნობთ გულდამძიმებულ მშობლებს, გამზრდელ ბებიასა და ბაბუას, ახლობლებსა და მეგობრებს.
ცათა სასუფეველი დაუმკვიდროს უფალმა!” _ წერია შუაამაღლების საჯარო სკოლის ფეისბუქგვერდზე.
შეგახსენებთ, რომ 23 წლის ავთო სიხარულიძეს გუშინ გულმკერდის არეში მრავლობითი ჭრილობა მიაყენეს და მიატოვეს.
მკვლელობაში ეჭვმიტანილი მისივე თანასოფლელია, რომელმას სასჯელაღსრულების დაწესებულება სამი თვის წინ, ვადაზე ადრე დატოვა. იგი სასჯელს პოლიციელზე თავდასხმისთვის იხდიდა და 7 წლით თავისუფლების აღკვეთა ჰქონდა შეფარდებული.
შსს-მ მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.