პრეზიდენტმა ზელენსკიმ, დღეს, 9 მაისს, ვიდეომიმართვა სიმბოლურად კიევის ოლქში, ბოროდიანკაში, რუსების მიერ დაბომბილი მრავალსართულიანი საცხოვრებელი სახლის წინ ჩაწერა.
მან აღნიშნა, რომ ბოროდიანკაში ცხოვრობდნენ ადამიანები, რომლებიც ყველაფერს აკეთებდნენ ნაციზმის დასრულებისთვის.
ზელენსკის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ახლა მაისისია, ბევრი უკრაინელისთვის ჯერ ისევ თებერვალი გრძელდება.