„ვერაფერს გეტყვით“,_ ასე უპასუხა „გურია ნიუსს“ ყაჩაღობასთან დასმული შეკითხვის შესახებ ხონისა და სამტრედიის ეპარქიის მიტროპოლიტმა საბამ და ტელეფონი გათიშა.
შეგახსენებთ, რომ მიტროპოლიტ საბას საცხოვრებელი სახლი, რომელიც სენაკში მდებარეობს, დააყაჩაღეს.
ჩვენთვის უცნობია, თუ რა არის წაღებული მიტროპოლიტის სახლიდან.
მომხდართან დაკავშირებით მიმდინარეობს გამოძიება.