ვერასოდეს ვიქნებით მომხრე მძიმე დანაშაულებებზე შეწყალების ასე ფართოდ გამოყენების. ჩვენ რომ გადავხედოთ ბოლო წლების განმავლობაში შეწყალების აქტით მიერ გათავისუფლებული მსჯავრდებულების რეციდივებს, საკმაოდ საგანგაშო რიცხვებია,“- ეს განცხადება, შინაგან საქმეთა მინისტრმა, გიორგი გახარიამ შეწყალების საკითხზე გააკეთა.
მან ბარნოვის ქუჩაზე 25 წლის გოგოს მკვლელობის საქმესთან დაკავშირებით აღნიშნა, რომ ის ინფორმაცია, რაც სამართალდამცველებმა მიიღეს, მხოლოდ შემაკავებელი ორდერის გამოცემის საშუალებას იძლეოდა.
„შემაკავებელი ორდერი დღეის მდგომარეობით არის უმნიშვნელოვანესი ინსტრუმენტი შინაგან საქმეთა სამინისტროს ხელში. ამ კონკრეტულ შემთხვევაში ის ინფორმაცია, რაც მიიღეს იმ მომენტში პოლიციელებმა, იძლეოდა მხოლოდ შემაკავებელი ორდერის გამოცემის საშუალებას. ეს არის ფაქტი. რაც შეეხება შსს-ის პასუხისმგებლობას, ჩვენ არასოდეს და არცერთი სიტყვით არ მოგვიხდენია პასუხისმგებლობის პერსონალიზირება ამ ტრაგიკულ შემთხვევასთან დაკავშირებით. ჩვენ ვთქვით, რომ არსებობს მართლმსაჯულების ერთიანი სისტემის პრობლემები და ამ მართლმსაჯულების სისტემის ერთ-ერთი კომპონენტი არის შეწყალების ინსტიტუტი, რომელსაც გარკვეული ფუნქცია ჰქონდა და ამაზე მივანიშნეთ,“- განაცხადა გიორგი გახარიამ.