თბილისის ცენტრში, ვერაზე, ორი არასრულწლოვანი დაჭრეს. როგორც “პირველ რადიოს” თვითმხილველმა განუცხადა ხორავას ქუჩაზე მომხდარი დაპირისპირებისას ცივი იარაღით ერთი მოსწავლე მუცლისა და ფეხის არეში არის დაჭრილი, მეორე კი მუცლის არეში.
სავარაუდოდ, დაჭრილები იმავე უბანში მდებარე ერთ-ერთი სკოლის მაღალკლასელები არიან.
სასწრაფო დახმარების ბრიგადა შემთხვევითმა გამვლელმა გამოიძახა.