ukrinform-ის ინფორმაციით, “ვერხოვნა რადას” ყოფილ თავმჯდომარეს ანდრეი პარუბის კურიერად გადაცმულმა მამაკაცმა რვაჯერ ესროლა.
თვითმხილველების თქმით, მსროლელი Glovo-ს სერვისის კურიერი იყო, რომელმაც შემდეგ პისტოლეტი ჩანთაში დამალა.
“თავდამსხმელს ყვითელი მარკირებით შავი ჩაფხუტი ეხურა და ელექტროველოსიპედს მართავდა“, – ამბობენ თვითმხილველები.
მიყენებული ჭრილობებისგან დაშავებული ადგილზე გარდაიცვალა და იდენტიფიცირებულია როგორც 1971 წელს დაბადებული ცნობილი საზოგადოებრივ-პოლიტიკური ფიგურა.
ტრაგედიას პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი გამოეხმაურა და ხაზგასმით აღნიშნა, რომ გამოძიებასა და მკვლელის ძებნაში ყველა საჭირო ძალა და საშუალებაა ჩართული.






























































