უკრაინის ეროვნული ანტიკორუფციული ბიურო „ვერხოვნა რადას“ თავმჯდომარის, ანდრიი პარუბის შესახებ გამოძიებას აწარმოებს, _ აღნიშნულ ინფორმაციას The Unian ავრცელებს.
მაუწყებლის ინფორმაციით, გამოძიების შესახებ ბრძანება სასამართლომ გასცა.
პარტიის თავმჯდომარეს გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 210-ე მუხლს, ბიუჯეტის თანხის არამიზნობრივ ხარჯვას და ამავე კოდექსის 364-ე მუხლით, ძალაუფლებისა და თანამდებობის ბოროტად გამოყენებას ედავება.