ვერსალის სასახლეში, ბოლო ერთი კვირის განმავლობაში, ევაკუაცია უკვე მეექვსედ გამოცხადდა.
ინფორმაციას სასახლის ადმინისტრაცია X-ზე ავრცელებს და აღნიშნავს, რომ ვიზიტორების ევაკუაცია ამჯერადაც ბომბის საფრთხის გამო გამოცხადდა.
“უსაფრთხოების მიზნით, ვერსალის სასახლეში ვიზიტორების ევაკუაცია მიმდინარეობს, სასახლე გაიხსნება, როგორც კი შემოწმების პროცესი დასრულდება. მადლობას გიხდით გაგებისთვის,” – ნათქვამია განცხადებაში.