სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი უკვე ჩაერთო ხანძრის ჩაქრობის ოპერაციაში.
ხანძარი, ოზურგეთის მუნიციპალიტეტში, დაბა ლაითურში რამდენიმე საათის წინ გაჩნდა. იწვის ხე-ბუჩქნარი.
არსებული ინფორმაციით, დამწავრია 25 ჰეტრამდე ტერიტორია.
ფაქტთან დაკავშირებით, შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება 188-ე მუხლის მე-2 ნაწილით დაიწყო, რაც ცეცხლთან გაუფრთხილებელი მოპყრობით ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს.